11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ვოლსკი – მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს

“პოზიტიური მოლოდინი რომ არ იყოს, ფასების კლებაზე მუშაობა არც დაიწყებოდა. წინასწარი მონაცემებით, ამის რესურსი და რეზერვი არსებობს,– ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.
ვოლსკიმ თქმით, მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად ფასების დასაკლებად.

„პროცესი აჩვენებს – თუ აღმოჩნდება, რომ 86 პროცენტით ფასების მატება რეალური, გამართლებულია, მაშინ ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს და სხვა გზა მოვძებნოთ, მაგრამ დაუჯერებელია, ასეთი ფასწარმოქმნა იყოს. მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, რომ ამ პროცესიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იანვარში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 16 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება