ვოლსკი – მმართველი გუნდი შეეჩვია ოპოზიციის გარეშე ასეთ რეჟიმში მუშაობას

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, მმართველი გუნდი შეეჩვია ოპოზიციის გარეშე ასეთ რეჟიმში მუშაობას.

„ყველა განცხადება, რაც გაკეთდა იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნები არა უხინჯოდ, მაგრამ სამართლიანად ჩატარდა და ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოშია.

ირაკლი კობახიძემ თქვა ის რეალობა, რაც არსებობს, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, რა პროცესებიც ახლა ვითარდება მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

„მიმდინარე პროცესები მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ეხება ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ძალთა გადანაწილების მიმდინარე პროცესს, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ საქართველო როგორმე იმ პლატფორმად შეინარჩუნონ, სადაც მათ ეგულებათ მყარ პოზიციაზე მდგარი მოკავშირე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – ამ ქვეყანაში არც ერთ დოლარს არ ჩადებს ინვესტორი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა