ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს, ამას ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, თუმცა მათ ამის რეალური რესურსი ნაკლებად გააჩნიათ.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რევოლუციური სცენარი ჩაფიქრებული გეგმით არ წარიმართა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მესამე პრეზიდენტი, გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ არავითარი გამოსარჩევი ნიშანი არ გააჩნია, როდესაც საქმე სამართალს და სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზაციის აუცილებლობას ეხება.

„საკმაოდ მძიმე და მასშტაბურია დანაშაულები, რაც საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამ დანაშაულთა უმცირესი ნაწილი არის განხილული. ეს არის ფაქტი, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა ამ დანაშაულებს სხვა რაკურსით იხილავენ, როცა ამბობენ, რომ სადისტური მმართველობა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად იყო საჭირო. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და ძალიან ბევრია ისეთი დანაშაული, რისთვისაც მისთვის სამართლებრივი პასუხი არ მოუთხოვიათ. სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულები არანაირად არ მოეხსნებოდა, მაგრამ შეეძლო საზღვარგარეთ ეცხოვრა ისე, რომ ციხეში არ მომხდარიყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან სატელეფონო კონტაქტზეა
შემდეგი სტატიაზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს