ვოლსკი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არაფერი ემუქრება

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპულია, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს კერძო კლინიკაში არა იმიტომ, რომ მას რაიმე საფრთხე ემუქრება ციხის კლინიკაში, არამედ იმიტომ, რომ დამატებით ბერკეტად გამოიყენონ, არეულობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების შესაქმლენად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არჩევნების წინ სერიოზულ სპეკულაციებს ექნება ადგილი, ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება, რომელიც მის მიერ იქნება გამოქვეყნებული. მოსალოდნელია, რომ იქნება, თითქოს მისი სიცოცხლე საფრთხეშია, თუ ნომერი 5 არ შემოიხაზება.

„ეს არის წინასაარჩევნო ფანდი, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, რადგან ამაზე პასუხისმგებელი არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, სამედიცინო პერსონალი და საპატიმროს პერსონალი. ეს ხდება განსხვავებით იმისგან, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ციხეებში, როცა არაერთი ადამიანი ციხიდან გარდაცვლილი გამოჰყავდათ სხვადასხვა საეჭვო მიზეზით. საერთოდ, კერძო კლინიკაში პატიმრის გადაყვანა არის პრაქტიკა, რომელიც 2012 წლიდან არსებობს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს და სხვა მხრივ პატიმრის უფლებების დაცვა არ შეიძლება. პატიმარი სააკაშვილი უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით, როგორც ამის თაობაზე განაცხადა არაერთმა კომპეტენტურმა სტრუქტურამ და პირმა, ვინც პასუხისმგებელია ამ საკითხებზე. თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ პატიმარი სააკაშვილი თუ სხვა უნდა გადავიდეს კერძო კლინიკაში, რა საკვირველია, ამაზე შესაბამისმა კომპეტენტურმა სტრუქტურამ უნდა იმსჯელონ და არა პოლიტიკოსებმა, ვისაც სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა დასახული აქვთ, როგორც ამოცანა – დამატებითი ბერკეტი არეულობის შესაქმნელად. ეს არის პრინციპული და არა ის, არის თუ არა ამის საჭიროება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – გაგიკვირდებათ და ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, ვეთანხმები პრემიერს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა