ვოლსკი – მელიასთვის ბრალის მხოლოდ 225-ე მუხლით წაყენება შესაძლოა საკმარისი არ იყოს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ისეთ ადამიანს, რომელიც თავად ამის წინააღმდეგია. მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალის მხოლოდ 225-ე მუხლით წარდგენა შესაძლოა საკმარისი არ იყოს.

“თავად მელიასთვის მხოლოდ 225-ე მუხლის მიყენება მომავალში შეიძლება არც იყოს საკმარისი და ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ჯგუფური ძალადობა არ იყო, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედება იყო, რომელმაც მძიმე შედეგები გამოიწვია” – თქვა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც უნდოდა
შემდეგი სტატიაბულგარეთის პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს