ვოლსკი: მეჩეთებთან და ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არაა

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 20:23

ვოლსკი: მეჩეთებთან და ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოში მეჩეთებთან და ქართველ მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. როგორც მან აჭარის მაუწყებელს უთხრა, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა ხელოვნურია.

“ამ იდეის მხარდამჭერი მუსლიმ თემშიც არსებობს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი, კონსენსუსი არის მათთვის მნიშვნელოვანი. ასე რომ ამ თემის გაღვივება, წამოწევა, გამწვავება, რასაკვირველია არის ის, რასაც ჩვენ ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან. ვფიქრობ, საზოგადოებრივი კონსენსუსის მომზადება, საზოგადეობის მომზადებაა ამისთვის მნიშვნელოვანად საჭირო, რომ ეს გადაწყდეს”, — თქვა დეპუტატმა.

მუსლიმმა თემმა რამდენიმე წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ბათუმის მერიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მათ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ეთქვათ. სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს

region
ავტ.: region სექტემბერი 17, 2019 20:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics