“მე მგონია, რომ მეუფე იაკობი და, საერთოდ, სასულიერო პირები ესეთ პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა დებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისაკენ და უნდა იყვნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას, როგორც ეს მამაო ჩვენოშია ნათქვამი, თუმცა არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე “მამაო ჩვენოც” არ ვიცი”,– ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენეთ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა, წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „დიდი შერიგება ეკლესიის შუამავლობით უნდა მოხდეს“.


















