ვოლსკი მანდატის საკითხზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად თავის წარმოჩენას ელოდებიან

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, ჩავარდეს თუ არა საკითხი. იყო „ლელოს“და ვაშაძის განცხადებები, რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს. წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება, არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალს და მისი საქმიანობის ეფექტურობას.

დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ელოდება, რომ თავი გამოაჩინონ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობას დაიწყებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიNDI: სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 29% ცუდად აფასებს, 13% – კარგად
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი რეგლამენტის ცვლილებაზე – ასეთი ფორმით ვაჭრობენ