ვოლსკი ლგბტ პროპაგანდაზე – ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს

გეი პროპაგანდის თემის გამოყენება არის მათი სურვილი – აქედან გამომდინარე, მოხდება წიგნების პრეზენტაციაც, ელჩების დაპატიჟებაც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი განსხვავება დასავლურ ქვეყნებთან, ამ საკითხთან მიმართებით რასაკვირველია არ გადაითარგმნება იმაში, რომ რაიმე პოლიტიკური სხვაობები გვაქვს, მაგრამ გეგმა ისეთია – როგორმე წარმოაჩინონ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის დაპირისპირების ზოგადი ატმოსფერო არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ – წიგნის, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, განხილვა ისევ გააქტიურდა პოლიტიკურ სპექტრში. ამას წინ უძღოდა წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია და სიტყვით გამოსვლები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ზარუდნიცკი – არ არის გამორიცხული, უკრაინის კონფლიქტი ევროპაში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ძნელია „ლელო“ გააერთიანო გახარიასთან ან ნაცებთან, რომელთანაც მუდმივად ჰქონდათ მორალური დილემა, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი დაუწუნებდა ამ გადაწყვეტილებას