ვოლსკი – ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა

ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა და ამით არის განპირობებული რუსეთის ყოველდღიური მცდელობა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოში იყოს დაძაბულობა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის შიგნით გარკვეულმა პროცესებმა ხელი არ უნდა შეუწყოს რუსეთის პოლიტიკის განხორციელებას.

„ფორუმზე სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა. ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა და ამით არის განპირობებული რუსეთის ყოველდღიური მცდელობა, რომ კავკასიის რეგიონში, საქართველოში იყოს დაძაბულობა და დესტაბილიზაციის წინაპირობები მუდმივად ჰქონდეს, როგორც იარაღი, რომელსაც რომელ პერიოდშიც უნდა, იმ პერიოდში ჩართავს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სტრატეგია და ჩვენი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, კონკრეტული პარტიის, კონკრეტული პარტიის ლიდერის მიმართ, რომ ამ დესტაბილიზაციამ რუსეთის პოლიტიკის განხორციელებას არ შეუწყოს ხელი. ნატო-ს წევრებში გაფართოებაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის, თუმცა მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენ სამშვიდობოზე გაყვანის წინაპირობას გვიქმნის, არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ არის, მოკავშირეობის არსებული ხარისხი არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.

“ნატო-ს წევრობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამ თემით სპეკულირება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ, რომლებიც არიან პრორუსული ორიენტაციის, შეიძლება მათ ასე დავარქვათ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი არასწორია – აი, ხომ ხედავთ, თქვენ აკაკუნებთ და კარს არ გიღებენ, ასეთი მიდგომა არასწორია. ჩვენთვის ნატო-ს წევრობა და მოკავშირებობა ისე უნდა განვიხილოთ, რომ ნატო საქართველოს გვერდში ისევე დადგება, როგორც დადგებოდა მისი წევრობის პერიოდში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე კელი დეგნანის განცხადებაზე – თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ სააკაშვილის დროს იყო
შემდეგი სტატია“ამ დაქეციანებულებმა ველოტრეკი გაყიდეს… რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა” – წულუკიანი ენმ-ზე