ვოლსკი: კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაცმოძრაობასთან”,გახარიასთან, ნებისმიერ სხვა პარტიასთან

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის კოალიციური მთავრობის შექმნის იდეა უტოპიად მიაჩნია. ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს.

“დღევანდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან”, იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილად იქცა და ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან.

შეკითხვას დავუსვამ ზურაბიშვილს, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს?”, – თქვა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
შემდეგი სტატიასააკაშვილის ადვოკატი: არცერთი მყარი სამართლებრივი მტკიცებულება საგამოძიებო უწყებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არ აქვს