ვოლსკი ხაზარაძეზე: ლელო, საქართველო, პოეზია – მეტს მოველოდი

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია – მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს” – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო”-ს პრეზენტაცია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელიც „ქართული ოცნებისა” და ხაზარაძის „ლელოს” სამომავლო შესაძლო თანამშრომლობას უკავშირდება, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ხალხი გადაწყვეტს ვინ-ვისთან უნდა ითანამშრომლოს”.

„ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადავხედოთ ყველამ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. როგორც გადაწყვეტს საზოგადოება, ისე იქნება. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიამუსლიმთა თემი ბათუმის მერიას მათ მიმართ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს