ვოლსკი: ყარამანაშვილის ასპარეზიდან გაქრობამ დამარწმუნა, რომ R2 მისი საკუთრება არაა

„ყარამანაშვილის ასპარეზზე საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება ჰქონდეს.”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ქონებრივი დავა და ამიტომ ამაზე აზრის გამოხატვის საფუძველს ვერ ხედავს.

თუკი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა ქონებრივ დავაში, არანაირად არ მაძლევს საფუძველს გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ ჩემი მოსაზრება და აზრი. მინდა რომ იყოს რუსთავი2 , მუშაობდეს, აგრძელებდეს, თავის ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ეზოსთან კარვები მიიტანეს