ვოლსკი: „ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოეფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“

ამორალური ის არის, რომ საზოგადოებას ყოველდღე უკიჟინებ, რუსული ორცხობილაც კი არ მიირთვას და თუ მიირთმევს, ერის მოღალატეა. ამ დროს, ჩუმად ინახავ ინფორმაციას, რომ მილიონობით რუბლი და ასიათასობით დოლარი ჩამოგდის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოეფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“.

„შეიძლება, ამას რაღაც გამართლება და დანიშნულება გააჩნია, შეიძლება, შუაში სოლიკო ვირსალაძეა და მისი შემოქმედებიდან რაღაც ჰონორარი შემოდის, მაგრამ როცა შენ გაქვს გააფთრებული და დუჟმორეული დამოკიდებულება და შეუსაბამო დამოკიდებულებით გააცანი საზოგადოებას თავი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დაასაბუთო შემოსავლების წარმოშობა, ან საიდან არის, ან რა დანიშნულება აქვს. რა მხატვრობაა ამისთანა, რომ ამდენ დოლარს აგროვებს მისი მემკვიდრეებისთვის, რაც საეჭვოა, მაგრამ ეჭვის გაფანტვაც შესაძლებელია. ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოჰფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„თაიმერის“ ექსკლუზივი – გახარიას „ვოის-მესიჯი“ თანაპარტიელებს – რა არჩევანის წინაშე დააყენა „ოცნებამ“ და რას იხსნებეს ექსპრემიერი
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიენე: სანქცია პირველად იყო ნახსენები დოკუმენტში – ვიწყებთ იდეით, შემდეგ ვმოქმედებთ