„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის დელეგატი გიორგი ვოლსკი არჩევნების არაღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ვოლსკიმ „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების არაღიარების შესახებ საზოგადოებაზე გავლენა არ ექნება.
„არჩევნების გაყალბების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჯერ ერთი, არ შეიძლება ეს სისტემა, რომელიც შეიქმნა, გაყალბებული იყოს. ვერ ყალბდება. ამაში ამერიკული და ჰოლანდიური კამპანიებია ჩართული. შეუძლებელია გაყალბება და ახლა სალომე ზურაბიშვილი გადაერთო რუსულ თემაზე და არაფერი არსებობს იმაზე მეტად რუსული, ვიდრე ქვეყნის 20%-ის ჩაბარება, ვიდრე ისევ ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, რისკენაც სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს“, – აცხადებს ვოლსკი.