ვოლსკი – ევროპარლამენტს ნამდვილად აშფოთებს ის მდგომარეობა, რომ არც მოლდოვაში და არც უკრაინაში ასეთი გააფთრებული შეტევა სახელმწიფოს ინტერესებზე არ არსებობს – საქართველოში არსებობს

ჩემი აზრით, არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი ევროპარლამენტს ნამდვილად აშფოთებს ის მდგომარეობა, რომ არც მოლდოვას და არც უკრაინაში ასეთი გააფთრებული შეტევა სახელმწიფოს ინტერესებზე არ არსებობს – საქართველოში არსებობს , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მას შემდეგ, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთეს, ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუცია, ხოლო საქართველოს არა.

გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ „ყველაფერი სამართლიანად შეფასდება“.

„ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავის შიდა საქმეებში არ ვერევით. არ დაგვავიწყდეს, რომ მოლდოვა დღემდე ე.წ დსთ-ს წევრია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ლიდერია და არც ეკონომიკური ურთიერთობების არანაირი პრობლემა მოლდოვას არასდროს წამოუჭრია. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკური. არც პირველს, არც მეორე და არც მესამე ქვეყანას ის დონე მიღწეული არ აქვს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის არის საჭირო, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე [მოლდოვას რეზოლუციაში] ფრაგმენტულად ვართ ნახსენები, თუ სრულფასოვნად, რა საკვირველია, წინასწარ გარანტიას ვერავინ მოგვცემს. საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული, გაცილებით მეტია დაგეგმილი და ის სტანდარტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია წინ უსწრებს არამარტო რეგიონული მასშტაბით, არამედ თუნდაც მსოფლიო და ევროპული მასშტაბით ძალიან ბერ ქვეყანას. ვფიქრობ, რომ რეზოლუციაში, რომელშიც საქართველო ფრაგმენტულად არის ნახსენები მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი აზრით, არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი ევროპარლამენტს ნამდვილად აშფოთებს ის მდგომარეობა, რომ არც მოლდოვას და არც უკრაინაში ასეთი გააფთრებული შეტევა სახელმწიფოს ინტერესებზე არ არსებობს. არ არსებობს პოლიტიკური გუნდები, რომლებიც უპირისპირდებიან მოლდოვის ხელისუფლებას, ოღონდ ისინი არ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, მითუმეტეს ასეთი უკრაინაში არ არ არის. საქართველოში არსებობს. რასაკვირველია, ევროპარლამენტიც მოვლენათა განვითარებას ხედავს და განსაკუთრებული ვითარება, რაც ჩვენმა ოპონენტებმა შექმნეს შესაძლოა, ესეც მხედველობაშია მიღებული და არ არის რაღაც კატეგორიული მოთხოვნები დაყენებული, მაგრამ ეს არ არის სტრუქტურა,რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს და იმედი მაქვს,რომ ყველაფერი სამართლიანად შეფასდება“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ
შემდეგი სტატიაშვედეთი უკრაინას გემსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და შაშხანებს გადასცემს