ვოლსკი: ესა, ისა – ეს არის სავარაუდო, რასაც ISFED-ი ლაპარაკობს

სავარაუდო რომ ფაქტობრივად იქცეს, ეს არ უნდა დავუშვათ – პატივს ვცემ ასეთ შეხსენებას, მაგრამ ისიც შევახსენოთ ISFED-ს, რომ სავარაუდო არის ერთი და ფაქტი, რაც ჩაიდინეს კონკრეტულმა ადამიანებმა – გააყალბეს პროპორციული არჩევნები ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ყოფილიყო ფიზიკური შეჯახება, მათ შორის ცესკოსთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სავარაუდო მოსყიდვა, სავარაუდო ზეწოლა, ესა, ისა – ეს არის სავარაუდო, რასაც ISFED-ი ლაპარაკობს. მე ზუსტი ფაქტი ვიცი, რომ პარალელური არჩევნები გააყალბა კონკრეტულმა ადამიანებმა – მთელ ორგანიზაციაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი. სიტყვა „სავარაუდო“ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია. სავარაუდო რომ ფაქტობრივად იქცეს, ეს არ უნდა დავუშვათ – პატივს ვცემ ასეთ შეხსენებას, მაგრამ ისიც შევახსენოთ, რომ სავარაუდო არის ერთი და ფაქტი, რაც ჩაიდინეს კონკრეტულმა ადამიანებმა – გააყალბეს პროპორციული არჩევნები ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ყოფილიყო ფიზიკური შეჯახება, მათ შორის ცესკოსთან. პარალელური არჩევნები რომ არასწორად იყო დათვლილი, როგორც იქნა აღიარეს. აგრესიის განვითარება აცადეს და მერე თქვეს, როცა არ გამოვიდა და დღემდე არ ასახელებენ იმ უბნებს, სადაც იყო ჩატარებული. სამაგიეროდ, კანონში მივიღეთ ფორმულირება, როდესაც ათპროცენტიანი გადამოწმება გახდება აუცილებელი“, – აცხადებს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში“სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა” – შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიაურეკში დაკავებული 13 პირი სასამართლომ გაათავისუფლა