ვოლსკი: ეჭვს მიჩენს ზოგი პოლიტიკოსის და მედიის დამოკიდებულება, ხომ არ სურთ ქვეყნის შერყევა

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური და დესტრუქციული.

ვოლსკიმ თქვა, რომ მას ეჭვებს უჩენს ზოგიერთი ჯგუფის, ადამიანის, პოლიტიკოსის და მედიის დამოკიდებულება – ხომ არ აქვთ ქვეყნის, ეკლესიის შერყევის სურვილი.

“ეჭვებს მიჩენს ზოგიერთი ჯგუფის, გუნდის, ადამიანთა, პოლიტიკოსთა, მედია საშუალებათა დამოკიდებულება, ხომ არ არის სურვილი, რომ შეირყეს ქვეყანა და მათ შორის ეკლესია. ფაქტია, რომ ასეთი სახის განცხადებები უპირისპირდება არა მხოლოდ შიდა საეკლესიო კანონიკურ ცხოვრებას, არამედ ქვეყნის სტაბილურობას და ამაზე უნდა იფიქროს, ერმაც და ბერმაც.

ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის რადიკალური, ვინ არის თუნდაც თავის გამონათქვამებსა და ქმედებებში დესტრუქციული. გადახედეთ, თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. დესტაბილიზაციაზე ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ ეს არის სურვილი ჩვენი ერთი კონკრეტული ოპონენტების ჯგუფის, რომელიც ახლა მემარჯვენე-მემარცხენე სექტებად დაიყო. ეკონომიკის თემა, ვალუტის კურსი, ეკლესია, შსს, ახლახან იყო, რომ თავდაცვის სამინისტროში ხალხს უმტკიცებდნენ, რომ ჰააგის ტრიბუნალში უნდა გაასამართლონ, ვინც არის ამის ავტორი, ის არის ამ დესტაბილიზაციის მსურველი”, – თქვა გია ვოლსკიმ.

გუშინ, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “პიდარასტიაშიმამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო.

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე “ეჩალიჩებოდნენ.”

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) პატრიარქის ბიძაშვილი: “მე მჯერა ილია II-ის მიმართ წამოყენებული ბრალდებების”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის