ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, „ძალადობა ვისზეც არ უნდა იყოს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი და ასალაგმი“.
„ეს [ზუკა ბერძენიშვილი] კიდევ მეორე მეათეხარისხოვანი მონაწილეა ამ სტრატეგიის. ეს არის კარგად დაგეგმილი, შეიძლება არც იცის თავად ზუკამ, ან ნებისმიერმა სხვამ, ვინც ამაშია ჩართული. ასეთი უწმაწური გინება და ადამიანებზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი და განხორციელებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.