ვოლსკი ჩანაწერებზე – დაავალეს მაშინ, ეგინებინათ პატარა ბერა და როგორმე წყობიდან გამოეყვანათ

“დაავალეს მაშინ, ეგინებინათ პატარა ბერა და როგორმე წყობიდან გამოეყვანათ”- ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზეა” საუბარი.

“მე მგონია, რომ არ უნდა დაიწყოს აუდიოჩანაწერზე გამოძიება, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია, რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას – მას მერე, რაც ოჯახი ყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ რაღაც მოიგონონ, ამითი არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ როგორ ჩაუჯდა ვიღაცა მანქანაში და უთხრა, რომ მოდით რა, იქნებ არ არ შეაგინოთ.”-აცხადებს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – ყველა პარტია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებზე ხელისუფლებიდან არ უნდა იყოს წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიათბილისში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს