ვოლსკი: არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ

“მაგარი ქალბატონია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს აი ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი.

რაც შეეხება იმას, როგორ? რა მოხდა? გავა დრო და თავად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებებიც გამოუთქვამს და გადაწყვეტილებებიც გამოუთქვამს. მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, თვითონ ილაპარაკებს”,- ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი TV იმედის ეთერში და ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ეხმაურება.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა:წალენჯიხის ბიუჯეტი არასოდეს იქნება ერთპარტიული ის იქნება ხალხის ბიუჯეტი
შემდეგი სტატიავოლსკი: რეალურად, შერიგების თემაზე საუბარი იმდენად უზნეოდ გულუბრყვილოა, რომ საკმაოდ მზაკვრულია და არ არის ასეთი ადვილი ეს თემა