ვოლსკი – არ გამოვრიცხავ, რომ ციხიდან გადაყვანის საკითხი სააკაშვილთან შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა

არ გამოვრიცხავ, რომ გადაყვანის საკითხი სააკაშვილთან შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა – პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც მიხეილ სააკაშვილია, ძალიან ადვილია ჯერ დათანხმდე, ხოლო შემდეგ თანხმობა გამოიყენო, რათა დაძაბულობის ახალი კერა შექმნა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“სააკაშვილის პერიოდში გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული. ამას უამრავი ადამიანი დაადასტურებს. ის აფორიაქება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მემილიონედი იმ დანაშაულებისა, რაც ციხეებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა. როდესაც სახელმწიფო სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანას გადაწყვეტს, ის პატიმარს არ უთანხმებს, თუ რა უნდა გააკეთოს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება – ვაჟა გაფრინდაშვილი სააკაშვილზე