ვოლსკი: ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

„ოპოზიციის მხრიდან ანაკლიისა და ნამახვანის პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და თუ ანაკლიასთან მიმართებით რაიმე საყვედურის თქმა შეიძლება, ეს არის ხარჯების გამო, რაც სახელმწიფომ გაიღო. კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე იყო შეცვლილი, კომპანიას კეთილი უნდა ენება, ინვესტორი მოეძებნა და პორტის დატვირთვის თაობაზე თავისი გეგმაც უნდა ჰქონოდა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე დაეკისრებინა და ახლა მილიონ ნახევარს ედავება ქვეყნის ბიუჯეტს. ეს არის სახე იმ კომპანიის, რომელიც პოლიტიკაშია ესოდენ აქტიური.

რაც შეეხება „ენკას“, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებისაც და დეტალურადაა ის ნიუანსები განსახილველი, რასაც შეიძლება, საქართველოსთვის ზარალი მოეტანა. თუ ამის განხილვა იქნება არამიკერძოებულ, საერთაშორისო არბიტრაჟის დონეზე, ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს, დაიცვას საკუთარი თავი, მოსახლეობა და ბიუჯეტი, თუმცა დეტალური საუბარი იქნება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ჟურნალისტებს: სად არის დიპლომატიური სკანდალი?!
შემდეგი სტატია“შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს”