ვოლსკი – ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საკმაოდ მძლავრი გუნდია, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს.

„რასაკვირველია, ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უმეტეს კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ზოგადად, დარგების ხელმძღვანელები. მგონია, რომ თუ რაიმე შენიშვნა არსებობს, უნდა იყოს კონკრეტული, საქმეზე მიმართული, როგორ გავაკეთოთ უკეთესად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, „ქველმოქმედება შეიძლება დაერქვას იმ აქტს, როდესაც საქართველოს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს, რაღაც სერიოზული სისხლის ლაქა მოაცილა პოლიტიკურმა გუნდმა“.

„არა მარტო სისხლის, არამედ ზნეობის, ადამიანის დამცირების, წამების, ყველანაირი უფლების ფეხქვეშ გათელვის პერიოდის დამთავრება. სხვა განმარტება ამას არ აქვს. იმდენად თვალსაჩინოა და ხელისგულზე დევს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არც გვიჩნდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – ჰანს კლუგემ საქართველოში ყოფნისას კორონავირუსთან ბრძოლის პრაქტიკა ქართულ ნოუჰაუდ შეაფასა
შემდეგი სტატიატიკარაძე – სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან