ვოლსკი – ამ თვალსაჩინო დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა – პარლამენტი

არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და ქვეყანა ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით იმართებოდეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის შეფასებით, თვალსაჩინოა დარღვევა, რომელიც განაპირობებს გენერალური პროკურატურის მომართვის საფუძვლიანობას დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე. მისივე თქმით, ამ თვალსაჩინო დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა – პარლამენტი.

“მოცემულობაა ისეთი, როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, არსებობს თუ არა სახელმწიფო. გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე ვიღებთ! რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, რეალობა ასეთია – რუსეთის ფედერაციის არც თუ გავლენიანი დეპუტატი აკეთებს განცხადებას, რომელიც რიგი მედია საშუალებების ამოსავალ წერტილად იქცა. დაუსვეს კითხვა და მიიღეს პასუხი, თუ რა ცუდები არიან ისინი, ვინც ჩვენ გვიპირისპირდებიან და რა კარგი ვართ ჩვენ! უნდა შევაფასოთ, ვის აწყობდა ეს განცხადება, ვის აწყობდა პარლამენტის ამ სავარძელში ჩახტომა და ვისი დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტ ძალას წარმოადგენს. აქ შეკითხვები ზედმეტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.