ვოლსკი – ამ ომში საქართველომ სწორი პოზიცია დაიკავა და სწორედ ეს არის ჩვენი დაფასება

თუ ბოლო პერიოდში გადავხედავთ სენატის და კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს მიმართ ევროკავშირის განცხადებებს და დამოკიდებულებებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველას ამ ადამიანების გარდა, საქართველოს წარმატება და სტაბილურობა სჭირდებათ არა მარტო იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა უკეთეს ხვალინდელ დღეში იცხოვროს, არამედ თავის ინტერესებიდან გამომდინარეც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება ელჩებთან დაკავშირებით არის ის, რასაც პოლიტიკურ ძალა რეალურად ფიქრობს.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამ რეგიონში საქართველო სერიოზული დასაყრდენი და სანდო პარტნიორი ჰყავთ, სადაც დესტაბილიზაცია კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესია და არა სახელმწიფოების. ამ ომში საქართველომ სწორი პოზიცია დაიკავა და სწორედ ეს არის ჩვენი დაფასება, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით გამოიხატება. ეს ცალკეული უბადრუკი წამოკნავლებები იმასთან შედარებით არაფერია, რა განცხადებაც სააკაშვილმა თავის დროზე გააკეთა, როდესაც უკრაინელებს პოლონეთში ხვდებოდა და როდესაც ელოდებოდა, რომ უკრაინაში მას მაღალ თანამდებობაზე დანიშნავდნენ თუ აირჩევდნენ, რომ საქართველოა და უკრაინის მიმართ დასავლეთის კოლონიალისტური დამოკიდებულება დღევანდელი რეალობაა. რაც არა თუ რეალობაა, არამედ მავნებლური განცხადებაა იმ პროცესებიდან გამომდინარე რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. ასე, რომ გვარამიამ მხოლოდ გააჟღერა ის რაც ამ პოლიტიკურ ძალას შიგნით გააჩნია. ყველა შესაძლო გზით დესტაბილიზაცია, მათ შორის დასავლეთის ელჩებზე შეტევით. ზუსტად იციან, რომ ელჩები იმ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომლის სახელითაც საუბრობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – გიგა ბოკერია დღითიდღე თბილისელ კობა ხაბაზად ყალიბდება