ვოლოდიმირ ზელესკის განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 თვის თავზე განადგურებულია 2 102 საგანმანათლებლო დაწესებულება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები ანადგურებენ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს, რათა ადამიანებში სახლის განცდა ჩაკლან.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა შვეიცარიაში ლუგანოში უკრაინის აღდგენისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 თვის თავზე განადგურებულია 2 102 საგანმანათლებლო დაწესებულება – სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები.

„როდესაც რუსული ჯარი იყენებს არტილერიას საბავშვო ბაღის წინააღმდეგ, ან ბომბს აგდებს სკოლაზე, ამით ანადგურებს არა მხოლოდ კედლებსა და შენობებს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს საგანმანათლებლო სივრცის გაცნობიერებული განადგურებაა, სადაც ბავშვების სოციალიზაცია ხდება, სადაც ადამიანები სწავლობენ იყვნენ ადამიანები.

„რუსეთი თავისი დარტყმებით ცდილობს თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვექნება ეს სივრცე. რაში სჭირდება რუსეთს საავადმყოფოების დაბომბვა ? ეს რუსეთის მანიფესტაციაა, რომ თითქოს მას შეუძლია უკრაინელებისთვის ცივილიზაციის განადგურება, საბაზო ჰუმანურობის განადგურება, რომელიც არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში. რუსეთი აჩვენებს, რომ უკრაინელები მკურნალობასა და ბავშვების გაჩენასაც თითქოსდა ვერ შეძლებენ“,- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურის 799 ობიექტი განადგურებულია რუსული ჯარების მიერ 24 თებერვლის შემდეგ.

„ეს ყველაფერი რუსეთის გაცნობიერებული ტაქტიკაა, არა მხოლოდ დაბომბვა, არამედ ფსონს დებს იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე. ტერორისტი სახელმწიფო იმედოვნებს, რომ მსგავსი განადგურება იქნება დასტური იმისა, რომ დემოკრატიულ სისტემას და ჩვენი ხალხის ევროპულ არჩევანს არ შეუძლია ხალხს მისცეს ცხოვრების საშუალებაც კი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ათ წელზე მეტია, ცრუ ისტორიაში ატრიალებს მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, სწორედ ეს არის პოლარიზაცია – პაპუაშვილი
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა, არ ჩანს მზაობა, გადმოდგან ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ – გამოჩნდება, თუ კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს – სამნიძე