ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის უკიდურესად რთული იქნება გადარჩენა აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, როგორც ახლა, ისე ომის დასრულების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკიდურესად რთული იქნება გადარჩენა აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, როგორც ახლა, ისე ომის დასრულების შემდეგ.

ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-ის გადაცემის, Meet the Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისა და მისი მომავლისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, წარმოიდგინოს სცენარი, სადაც უკრაინა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე დარჩება.

„ალბათ ეს იქნება ძალიან რთული. რა თქმა უნდა, ყველა რთულ სიტუაციაში გაქვს შანსი, მაგრამ ჩვენ გვექნება მცირე შანსი, ძალიან მცირე შანსი, გადავრჩეთ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა დაუცველი დარჩება რუსეთის მხრიდან მომავალში ახალი მასშტაბური თავდასხმის წინაშე.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ცდილობს ომის დასრულებას, არამედ სურს მხოლოდ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა გადააჯგუფოს თავისი ჯარები და რუსეთს საერთაშორისო სანქციები მოუხსნან.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებადამცველ ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატია„მთავარი არხი“ – ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, ვმუშაობთ, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები