ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, ბორის ჯონსონის გადადგომის მიუხედავად, არ შეიცვლება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CNN-თან განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ჯონსონი “უკრაინის ნამდვილი მეგობარია”.

მისივე თქმით, უკრაინამ ჯონსონთან ურთიერთობით ბევრი რამ მოიპოვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა სამხედრო დახმარება.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯონსონთან პირისპირ საუბარს მოუთმენლად ელის, რათა მისი გადადგომის შესახებ დეტალები გაიგოს.

banner
წინა სტატიაშიხერსონის რეგიონში, ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა 457 ადამიანი გაიტაცეს – ვენედიქტოვა
შემდეგი სტატიაკრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც