ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსლან სტეფანჩუკმა და დენის შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ.

„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის სიგნალი და მტკიცებულება იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
შემდეგი სტატიავოლსკი – ვატო წერეთლის ტყუილი, რომ ოთხი დეპუტატი თავს დაესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მიუთითებს, თუ სად მიდის პროვოკაციის ფესვები