21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 26 აპრილს ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა.

“ორმოცი წლის წინ მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება გაიფრქვა. ასობით ათასი ადამიანი წლების განმავლობაში ებრძოდა ამ ტრაგედიის შედეგებს.

რადიოაქტიური ნივთიერებების შესაკავებლად დანგრეულ რეაქტორზე სარკოფაგი აშენდა. მოგვიანებით, 40-ზე მეტმა ქვეყანამ ის ახალი დამცავი ნაგებობით გადახურა, რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი კატასტროფები.
სწორედ ეს ორი სტრუქტურა იცავს სამყაროს რადიოაქტიური გაფრქვევისა და დაბინძურებისგან. მათი შენარჩუნება და დაცვა ყველას ინტერესებშია. თუმცა, თავისი ომით რუსეთი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აყენებს ტექნოგენური კატასტროფის ზღვარზე – რუსულ-ირანული შაჰიდები რეგულარულად დაფრინავენ სადგურის თავზე, გასულ წელს კი ერთ-ერთი მათგანი დამცავ ნაგებობასაც დაეჯახა.

მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ამ ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება და საუკეთესო გზა ამისთვის რუსეთის იძულებაა, შეწყვიტოს ეს გაუაზრებელი თავდასხმები. ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ამ ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირა”,_ ნათქვამია ჩერნობილის კატასტროფის 40 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ბაჩო ბებიას და დავით ღოღაძეს ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს