28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერობა ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს შესთავაზა

გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სხვა მედიასაშულებებთან ერთად, “თაიმერმაც” გამოაქვეყნა, დადასტურდა: ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრობა შესთავაზა ამ დრომდე ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს.

და ამის შესახებ თავად ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

“პრემიერმინისტრის პირველ მოადგილესთან, იულია სვირიდენკოსთან შეხვედრა მქონდა. უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ბოლოდროინდელ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე ანგარიში იყო წარდგენილი. სწრაფად უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რასაც ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს გამძლეობის გაძლიერება შეუძლია.

ასევე განვიხილეთ კონკრეტული ზომები, რომლებიც უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამყარებას, უკრაინელების მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებას და ჩვენი საკუთარი იარაღის წარმოების მასშტაბის გაზრდას შეძლებს. ამ მიზნით უკრაინაში ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ტრანსფორმაციას ვიწყებთ. იულია სვირიდენკოს შევთავაზე, რომ უკრაინის მთავრობას უხელმძღვანელოს და მისი სამუშაო მნიშვნელოვნად განაახლოს. უახლოეს მომავალში ახალი მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენას ველოდები”. – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დაზვერვა СВР შიშობს, რომ NATO მოლდოვას მის წინააღმდეგ კონფლიქტში გამოიყენებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე – ყველას მინდა გავახსენო, რომ სწორედ ასეთი უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი – ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს