ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ,-იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეობა შეუწყდა ამ სპეციალური სამსახურის მასალების საფუძველზე.
„უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ (ონოფრე) ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა 2002 წელს. მან ამის შესახებ არ აცნობა უკრაინის უფლებამოსილ ორგანოებს. ამავდროულად, ამის შემდეგ, მან განაგრძო ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსით სარგებლობა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიტროპოლიტი ონოფრე ინარჩუნებს კონტაქტებს მოსკოვის საპატრიარქოსთან და „განზრახ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის კანონიკურ დამოუკიდებლობას“.