ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯორჯ ბუშმა ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელ უკრაინელ ხალხს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბუშმა Twitter-ზე დაწერა:

“პატივი მქონდა, ამ დილით რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ლიდერობისთვის, თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის და მაგალითისთვის, რომელიც აჩვენა. მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობისა და ავაზაკობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებული არიან უკრაინელების სიმტკიცითა და გამძლეობით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, როგორც ისინი დგანან თავიანთი თავისუფლების დასაცავად”, – დაწერა ჯორჯ ბუშმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
შემდეგი სტატია“აზოვსტალზე” იერიში არ წყდება… ქალები, ბავშვები ჯერ კიდევ ამ ჯოჯოხეთში არიან – ზელენსკი