ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით მიმართა შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის ცნობით, ის დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

„ვისაუბრეთ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციაზე, კერძოდ, შავ ზღვაში. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. ამ რეგიონში ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის ჩაშლა ნიშნავს პრობლემებს მსოფლიოში ყველასთვის შესაბამისი შედეგებით. საფასო კრიზისი შესაძლო შედეგებიდან ყველაზე მცირეა. ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ ჩვენი ნაბიჯები მარცვლეულის დერეფნის განბლოკვასთან და მისი მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენს თანამშრომლობაში ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადავედით – ნატო-უკრაინის საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შეიძლება, იმუშაოს. მივმართე იენს ასეთი საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის წინადადებით შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. ამ დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია შავ ზღვაში უსაფრთხოების კრიზისის გადალახვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი, აზერბაიჯანთან ახალი ომი ძალიან სავარაუდოა – ფაშინიანი
შემდეგი სტატიაოდესაში ოკუპანტებმა “მათსავე” ტაძარს დაარტყეს