ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის არ დაუსახელებია კონკრეტულად კურსკის რეგიონი. მისი თქმით, მათ ახლა ომი აგრესორის ტერიტორიაზე გადააქვთ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთში მიმდინარე ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან განიხილა.

„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და აგრესორზე საჭირო ზეწოლა“, – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ნიკა გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ყველაფერი არის ამერიკელი პარტნიორების ხელში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს