ვოლოდიმირ ზელენსკიმ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ატლანტიკურ საბჭოს მადლობა გადაუხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებას ვიდეომიმართვით ჩაერთო და უკრაინელი ხალხის სიმამაცის შესახებ უამბო.

„უკრაინელი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ატლანკიკურ საბჭოს ჯილდოსთვის. შეაფასეთ უკრაინელი ხალხი სწორად და სამართლიანად, რადგან ეს სიმამაცე ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშანია. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს და აღფრთოვანებულია უკრაინელების გმირობით. ამავდროულად, არ მინდა, რომ ეს რუტინა გახდეს. ამისათვის, უნდა ითქვას და გვახსოვდეს, რომ უკრაინელების მამაცობის, სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია და სახელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში”, კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით – გიული ალასანია