14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას – მზად ვართ გავაღრმავოთ თანამშრომლობა უნგრეთთან

ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა ყოველთვის ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

„მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლაგოდინსკი – ორბანი დასრულდა, გაუმარჯოს თავისუფლებას! – შეგვიძლია ჯეი დი ვენსი თბილისში ახლავე მივიწვიოთ?
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში!