ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას, სრულს, ხანგრძლივს, საიმედოს, და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ფიქრი კარგი ნიშანია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია კონფლიქტის დასრულებისკენ.

„ეს კარგი ნიშანია, რომ რუსები ბოლოსდაბოლოს დაფიქრდნენ ომის დასრულებაზე. მთელ მსოფლიოში, დიდი ხანია, ამას ელოდნენ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის რეალურად დასრულებლად პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დაადასტურებს „სრულ, ხანგრძლივ და საიმედო“ ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.

„ველოდებით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულს, ხანგრძლივს და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან, და უკრაინა მზადაა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა – ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ კი – ზავზე
შემდეგი სტატიაუკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი დრონების გამოყენებით კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას