30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: URC 2026 კონფერენციის შედეგად უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის 160 შეთანხმება გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ URC 2026 კონფერენციის შედეგად უკრაინისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის 160 შეთანხმება აქვთ.

მისი თქმით, გდანსკის კონფერენციის შედეგები პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განიხილა.

„განვიხილეთ მიღწეული შეთანხმებები: უკრაინისთვის 160-ზე მეტი შეთანხმებაა გაფორმებული, რომელთა საერთო ოდენობა 10 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებები ენერგეტიკა და რეგიონების აღდგენაა.

ცნობისთვის, უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია (URC 2026) 25-26 ივნისს, ქალაქ გდანსკში უკრაინისა და პოლონეთის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა
შემდეგი სტატიავენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა