21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: უპილოტო სისტემების ძალების დაჯგუფების შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში უკვე დაზიანდა სხვადასხვა დონის რუსული სამიზნე თითქმის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით

მხოლოდ უპილოტო სისტემების ძალების დაჯგუფების შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში უკვე დაზიანდა სხვადასხვა დონის რუსული სამიზნე თითქმის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

,,შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები რეალურად მაგალითია მრავალი სხვა არმიისთვის და ამ თვეებში ჩვენ განსაკუთრებით მადლობლები ვართ „მიდლსტრაიკების“ გამო: რუსული სამხედრო ლოგისტიკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მთელ სიღრმეზე ახლა უკრაინული დრონებისთვის ხელმისაწვდომია. რუსეთის სასაზღვრო ზონაც განიცდის ჩვენს ზემოქმედებას. ამას მტერი გრძნობს და ჩვენ ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავზრდით. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ უპილოტო სისტემების ძალებს”,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ შესუსტებულია
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას