ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა განაახლეს მუშაობა და ვიმედოვნებთ, მომავალ კვირაში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და უკრაინის გუნდები შეხვედრას, სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამართავენ.

„უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა განაახლეს მუშაობა და ვიმედოვნებთ, მომავალ კვირაში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.

ზელენსკი ასევე შეხვდა ავსტრიის ახალ კანცლერს, კრისტიან შტოკერსაც. მას მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა ჰუმანიტარული პროექტების საკითხები.

banner
წინა სტატიაშიკრემლი ისევ ითხოვს “საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას” და “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას
შემდეგი სტატიაXX საუკუნის ქართველი გმირი ჟიული შარტავა 81 წლის გახდებოდა