უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას ავრცელებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა.
მისი თქმით, ქარხანა რუსეთის ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
„კომპანიის პროდუქცია ათეულობით რუსულ სამხედრო საწარმოს ამარაგებს, მათ შორის თვითმფრინავების და დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხნებს. ახლა ობიექტზე საწარმოო პროცესი შეჩერებულია“, – წერს ზელენსკი X-ზე.















