ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკს გააძლიერებს – ვართ ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას შეუძლია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი გააძლიეროს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

“დიდი დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ფაზა დღეს დაიწყო. ამ მარათონში რეალურად ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვართ – ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ამაყია უკრაინელი სამხედროების გამო, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ ქალაქს – სევეროდონეცკს იცავენ.

მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

”მე ვამაყობ ყველა ჩვენი დამცველით, რომლებმაც მოახერხეს ამ მტრული ხალხის წინსვლის შეჩერება და ჩვენი თავდაცვის სიძლიერის შენარჩუნება”, – დასძინა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – პროცესს, ევროკომისიაში საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავისი ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს
შემდეგი სტატიახორბალს და რაღაცას თუ ვიყიდით, ვის ვკითხო ეხლა? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი საჭმელს? – იაკობი