ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინასა და აშშ-ის შორის სამუშაო დონეზე ირკვევა ყველა დეტალი თავდაცვითი მხარდაჭერის მიწოდების თაობაზე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო დონეზე არკვევენ სამხედრო დახმარების მიწოდების დეტალებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მოისმინა უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოხსენებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესახებ.

„ახლა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამუშაო დონებზე ირკვევა ყველა დეტალი თავდაცვითი მხარდაჭერის მიწოდების თაობაზე, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის კომპონენტზე. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა გადასცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კოვიდის პერიოდის ლეგენდარულ ხელმძღვანელს ტედროს გებრეისუსს
შემდეგი სტატია(VIDEO) დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ხარციზკში რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა