უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „საჰაერო ტერორის“ განხორციელებაში დაადანაშაულა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რასაც იმსახურებს.
„უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთს არ სურს. ის განაგრძობს საჰაერო ტერორს. გასული კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ განახორციელეს 1 050-ზე მეტი თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, გვესროლეს თითქმის 1 300 ბომბი და ოცზე მეტი რაკეტა, რის შედეგადაც განადგურდა ქალაქები და დაიღუპა ხალხი. თუ გსურთ მოლაპარაკებები, ნუ უმიზნებთ ხალხს ბალისტიკურ რაკეტებს. იმისთვის, რომ რუსეთმა შეაჩეროს დარტყმები, ჩვენ გვჭირდება, მსოფლიო იყოს უფრო გაერთიანებული და ძლიერი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.