ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან დახმარების კრედიტით მიღებას დათანხმდება, ჩვენი არჩევანი ერთია – გადარჩენა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ არის მზად, მოიწვიოს უცხო ქვეყნის ჯარისკაცები საბრძოლველად.

ზელენსკის თქმით, მათ უბრალოდ შეუძლიათ, გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები ან დაეხმარონ მათ ტექნიკის შეკეთებაში.

„გადაამზადეთ ჩვენი მებრძოლები აქ. ვფიქრობ, ეს უფრო სწრაფია, ვიდრე მათი გაგზავნა სხვა ქვეყნებში და მერე სარემონტო ჰაბების შექმნა, რათა დასავლური ტექნიკა, რომელიც ომში ზიანდება, აქვე შევაკეთოთ და არ დავხარჯოთ დრო ამ ტექნიკის შესაკეთებლად სხვა ქვეყნებში გასაგზავნად“, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა თქვას უარი სასაზღვრო მისიაზე.

„მაკრონმა ასევე შემომთავაზა ინიციატივა საზღვართან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ამაზე უარი ვთქვა? თუ ამას გააკეთებენ და ჩვენს საზღვართან ჩამოვლენ, მხოლოდ მადლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დახმარებას კვლავ გამოყოფს. მისი თქმით, სხვა ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში, სესხის აღების შეთავაზებას დათანხმდებიან. ამის შესახებ eurointegration.com.ua ზელენსკის ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ დახმარებას „ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკული“ საჭიროების მქონე უწოდა.

„სამწუხაროდ, მძევლები ვართ იმ ფაქტის, რომ შეერთებული შტატებისგან დახმარების მიღება გარკვეულ არჩევანთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მჯერა, ვმუშაობ, იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს და სათანადო დახმარებას მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-სგან თანხების კრედიტით მიღებას დათანხმდება.

„ახლახან სენატორმა იკითხა: „თანხმდებით, თუ არა თანხის კრედიტით მიღებაზე?“ სხვა რა ვარიანტები გვაქვს? რას ნიშნავს არჩევანის გაკეთება, როცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს? ამიტომ ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს დავთანხმდებით. ჩვენი არჩევანი ერთია – გადარჩენა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიTelegraph: რუსეთი უკრაინელ ჯარისკაცებზე იერიშებში არალეგალურ ქიმიურ იარაღს იყენებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე კრევო ასათიანი: კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად