14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: წლის დასაწყისიდან აგრესორმა სახელმწიფომ მინიმუმ 7 მილიარდი დოლარი დაკარგა

ურაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, წლის დასაწყისიდან აგრესორმა სახელმწიფომ მინიმუმ 7 მილიარდი დოლარი დაკარგა მხოლოდ რუსეთის ნავთობის მრეწველობისა და ნავთობგადამამუშავებელი სექტორის წინააღმდეგ უკრაინის ზუსტი სანქციების პირდაპირი შედეგის გამო – პირდაპირი დარტყმების, იძულებული გაჩერების და გადაზიდვების შეფერხებების გამო.

მისი ინფორმაციით, აპრილის შედეგების მიხედვით, გრძელვადიანმა სანქციებმა ახალ დონეს მიაღწია სამი კომპონენტის მიხედვით: რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირების, ასევე სანქციების დიაპაზონისა და ინტენსივობის კუთხით.

„მადლობელი ვარ უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩვენი მეომრის, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და ჩვენს სადაზვერვო სააგენტოებთან ერთად ამ შედეგებს აღწევენ. ჩვენ გავზრდით ჩვენი გრძელვადიანი სისტემების შესაძლებლობებს. გადაწყვეტილებები მზადდება“, – აცხადებს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიმიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება- პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას