9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს”

ზედმეტად ბევრი შიდა უთანხმოება, ზედმეტად ბევრი კომპლექსი და ზედმეტად ბევრი „წითელი ხაზი“ უშლის ევროპას ხელს, გაერთიანდეს და გულწრფელად ისაუბროს, რათა რეალური გადაწყვეტილებები იპოვოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ძალიან ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან ევროპელები – ლიდერები, პარტიები, მოძრაობები, საზოგადოებები, ნაცვლად იმისა, ერთად დაუდგნენ წინ რუსეთს, რომელსაც ყველასთვის ერთნაირი განადგურება მოაქვს“.

„გლობალურ ძალად ქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება ლამაზ, მაგრამ დანაწევრებულ კალეიდოსკოპად – მცირე და საშუალო სახელმწიფოების ერთობლიობად, მაშინ როცა შეეძლო, თავისუფლების დაცვაში ლიდერის როლი შეეთავსებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებით გადადის. ევროპა თითქოს დაკარგულია, ცდილობს, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეიცვალოს, მაგრამ ის არ შეიცვლება. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა
შემდეგი სტატია“თუ, ყველა მხარე ბევრს იმუშავებს, ამ ომს დავასრულებთ” – ზელენსკი