10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ვოლოდიმირ ზელენსკი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

მან ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, სამმხრივ ფორმატში უმასპინძლოს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ის შედეგებს გამოიღებს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, თურქეთის მზადყოფნისთვის, ითამაშოს როლი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარების სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“, – წერს ის.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო, აშშ-ის ინიციატივით გადადო.

banner
წინა სტატიაშიფიცო: მე და ურსულა ფონ დერ ლაიენს, უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე ერთნაირი პოზიცია გვაქვს
შემდეგი სტატიასტივ უიტკოფი: რუსეთმა ირანისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო